16 ოქტომბერი 2026,   17:28
ვრცლად
გიორგი შარაშიძე ნიკა გვარამიაზე: რა კომენტარი უნდა გავაკეთო კორუმპირებული ოპოზიციონერის განცხადებებზე

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც პაველ ჰერჩინსკის ცეკვით უკმაყოფილოა და ევროკავშირის ელჩს საყვედურობს.

გიორგი შარაშიძის შეფასებით, ნიკა გვარამია კორუმპირებული ოპოზიციონერია.

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, კიდევ ვიმეორებ, კორუმპირებული ოპოზიციონერის განცხადებებზე. რომელმაც ისიც ვერ მოახერხა, რომ აეხსნა საზოგადოებისთვის, საიდან მოიტანა მილიონიანი დაფინანსება, ათობით მილიონიანი დაფინანსება საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის. ნუ, ეს კიდევ ვიმეორებ, ეს უკვე დიაგნოზია და მან თავად ახსნას, ეს რატომ ხდება ასე," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ჰერჩინსკის ცეკვით უკმაყოფილო ნიკა გვარამია ევროკავშირის ელჩს საყვედურობს.
"ახალის" ლიდერი პირდაპირ ეთერში ღიად ამბობს, რომ ცეკვის ნაცვლად ელჩს სანქციებისთვის უნდა მიეხედა და უფრო სწრაფად ემოქმედა.
მმართველი გუნდისთვის, გვარამიას განცხადება ოპოზიციის რეალური მიზნების კიდევ ერთი დასტურია. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ოპონენტებს უცხოელ აქტორებთან ერთად საქართველოს დასუსტება და ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ.

დღის ამბები