2008 წლის აგვისტოს ომის გმირს, რუსთაველ სერჟანტ კახაბერ თავგორაშვილს, 50 წელი შეუსრულდებოდა.
იუბილესთან დაკავშირებით, მის მშობლიურ, მე-7 საჯარო სკოლაში ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიებას გმირის ოჯახის წევრები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, დეპუტატები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
შეხვედრა რუსთავის ქალთა და ბავშვთა საბჭოს ორგანიზებითა და პარლამენტის დროებითი კომისიის პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ქართველი გმირების ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაა.