23 ოქტომბერი 2026,   02:55
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.

ელჩმა საქართველოს მთავრობის მეთაურს გადასცა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის, დუბაის მმართველის, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის ოფიციალური მიწვევები გაეროს წყლის კონფერენციაზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართება და მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, რომელსაც დუბაი უმასპინძლებს.

დღის ამბები