23 ოქტომბერი 2026,   02:51
ვრცლად
წალენჯიხაში ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავენ

წალენჯიხაში ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავენ. "გრანელობა-წალენჯიხობის" კვირეული, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავდა, ქალაქის ცენტრში საზეიმოდ დაიხურება. წ

ალენჯიხის მთავარი მოედნის მიმდებარედ მოწყობილია სხვადასხვა სოფლის ეთნოკუთხე, იმართება მეგრული სამზარეულოს მასტერკლასები, სპორტული აქტივობები, კონცერტები.

დააჯილდოებენ საპატიო წალენჯიხელებს, ღონისძიება კი გალაკონცერტით დასრულდება.

დღის ამბები