23 ოქტომბერი 2026,   02:55
ვრცლად
ნეთანიაჰუ უარყოფს, რომ ტრამპმა ამ თვის დასაწყისში ირანზე ისრაელის დარტყმა შეაჩერა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს გაზეთ Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის ამ თვის დასაწყისში ირანზე დარტყმის განხორციელებას გეგმავდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა შეაჩერა.

გავრცელებული ცნობით, ტრამპს არ სურდა, აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე საბრძოლო მოქმედებები განახლებულიყო.

"ეს ინფორმაცია არასწორია", - განუცხადა ნეთანიაჰუმ მედიას.

მან დასძინა, რომ არ აპირებს დეტალების გამჟღავნებას იმის შესახებ, თუ რა ითქვა ტრამპთან გამართულ ბოლო საუბრებში ირანთან დაკავშირებით.

ბრიტანულ გაზეთთან საუბრისას, სამმა წყარომ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები მზად იყვნენ, 10 ოქტომბერს ირანზე დარტყმები განეხორციელებინათ. სამიზნეებს შორის იყო ირანის ბირთვული ობიექტები, რეჟიმთან დაკავშირებული ობიექტები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ენერგეტიკული სადგურები.

ანონიმურის წყაროების განმარტებით, ტრამპმა გადაწყვიტა, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე, რომელიც 3 ნოემბერს არის ჩანიშნული, კონფლიქტი აღარ განეახლებინა.

 

დღის ამბები