22 ოქტომბერი 2026,   19:56
ვრცლად
ის მტკიცებულებები, რომელიც მოყვანილია ჩვენს სარჩელში, ფაქტობრივად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ემყარება - გიორგი კახიანი

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ლელო - ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა სტრასბურგის სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვასთან დაკავშირებით.

სასამართლო დარბაზში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც მოყვანილია სარჩელში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ემყარება, ამიტომ კახიანის შეფასებით სტრასბურგის სასამართლო ახალს ვერაფერს იტყვის:

"ბატონი ირაკლი [კუპრაძე] რომ არ გამოსულიყო, ამას სრულიად გულწრფელად ვიძახი, ალბათ თქვენივე შუამდგომლობისთვის აჯობებდა.

ფაქტობრივად პოზიცია არის ის, რომ - აი მოდით ჩვენ არ ვენდობით სასამართლოს და მოდით სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრება გავიგოთ. ამაზე მე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ის მტკიცებულებები, რომელიც მოყვანილი არის ჩვენს სარჩელში, ფაქტობრივად ყველა ემყარება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ანუ ახალი რა უნდა ვიკითხოთ? სასამართლოსაც დიდი კომპეტენცია აქვს, რომ შესაბამისი შეფასებები გააკეთოს. ასე რომ, ჩვენ ამ შუამდგომლობას საერთოდ არ ვეთანხმებით და ამის საჭიროებას ვერანაირად ვერ ვხედავთ,"- აცხადებს გიორგი კახიანი.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომაზე საკუთარი პოზიციები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.

დღის ამბები