26 ოქტომბერი 2026,   11:42
ვრცლად
ჩხოროწყუში ადგილობრივი სახალხო დღესასწაული აღნიშნეს

ჩხოროწყუში ადგილობრივი სახალხო დღესასწაული აღნიშნეს. მუნიციპალიტეტის მასპინძლები და სტუმრები ჩხოროწყუს ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.

ტერიტორიაზე მოწყობილი იყო ეთნოსივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენები, ჩატარდა საბავშვო, გასართობი, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები.

დააჯილდოვეს ჩხოროწყუს 12 საპატიო მოქალაქე. საღამო ჯგუფ "ურსას" კონცერტით დასრულდა.

დღის ამბები