23 ოქტომბერი 2026,   18:59
ვრცლად
ადვოკატი რომეო მიქაუტაძის საქმეზე: განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი იქნება

რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სასჯელის სახით, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ასევე, დამატებით, დაეკისრა ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით.

ადვოკატი ლევან მახარაშვილი აცხადებს, რომ მიქაუტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება რომეო მიქაუტაძესთან, რომლის საფუძველზეც მას განესაზღვრა სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი იქნება, იმავე 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით," - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები