ახალციხეში პირველკლასელებმა გამწვანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, მათ ახალციხის მერთან, სახელმწიფო რწმუნებულთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ქალაქში ნერგები დარგეს.
მთავრობის ინიციატივით, 22 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით, თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში 41 ათასზე მეტი ნერგი დაირგვება.