პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო. პროცესი, 27 ქალაქში გახსნილ, 42 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.
წელს ტესტირებაზე, 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა. ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებს.
ტესტირების პროცესს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მოადგილესთან და განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსთან ერთად აკვირდებოდა.