26 ოქტომბერი 2026,   23:53
ვრცლად
ხალხი ვერ დადგება იმ აგენტურის მხარეს, რომელიც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგე უცხო ქვეყნის ხელისუფლებას - შალვა პაპუაშვილი

პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, აქცია მცირერიცხოვანი იყო და ეს ბუნებრივია.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ქართველი ხალხი ვერ დადგება იმ გაერთიანების მხარეს, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს და საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის.

"ხალხი არ დგას აგენტურის მხარეს. ხალხი ვერ დადგება იმათ მხარეს, რომელიც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგე უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, უნდა მოემსახურო უცხო ქვეყნის ინტერესებს, ვერ დადგება იმ სექტის მხარეს, რომელიც თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას, ვერ დადგება იმ სექტის მხარეს, რომელიც საქართველოს ინტერესებს ანაცვალებს ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები