28 ოქტომბერი 2026,   15:05
ვრცლად
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთში, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმის ფარგლებში, რუმინეთის გენერალურ პროკურორს, ბულგარეთის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს და მონტენეგროს სახელმწიფო პროკურორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკაში, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმის ფარგლებში, რუმინეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კრისტინა კირიაკს, ბულგარეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს, მაგდალენა ლაზაროვა-პროდანოვას და მონტენეგროს უმაღლეს სახელმწიფო პროკურორს მილორად მარკოვიჩს შეხვდა.

სამუშაო ფორუმის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, მონტენეგროს და რუმინეთის და ბულგარეთის პროკურატურების წარმომადგენლები.

შეხვედრებზე მხარეებმა კომპეტენტურ უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოითქვა.

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში სპეციალური მიწვევით, სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

დღის ამბები