29 ოქტომბერი 2026,   10:06
ვრცლად
"ჩემი პირველი ნერგი" - ქუთაისში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა

ქუთაისში, სამთავრობო პროგრამის - "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა.

ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველკლასელებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. ქალაქის სხვადასხვა უბანში ორ ათასზე მეტმა მოსწავლემ სხვადასხვა ჯიშის ხეები დარგო.

ინიციატივა, რომელიც ჯამში 41 000-ზე მეტ პირველკლასელს გააერთიანებს, მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებაზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

დღის ამბები