04 ნოემბერი 2026,   18:33
ვრცლად
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია. შენობაში, რომელშიც ტელეკომპანია "ფორმულაა" განთავსებული, ცეცხლი 16:00 საათზე გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის მთავარი კერა შენობის მეხუთე სართულზე ლიფტის შახტა იყო, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

ტელეკომპანიის თანამშრომლები ამ დროს შენობის მე-17-ე სართულზე იმყოფებოდნენ და ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებდნენ. ჟურნალისტების ევაკუაცია ეტაპობრივად, მაშველების დახმარებით განხორციელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დროებით შეწყდა "ფორმულას" მაუწყებლობა. ხანძრის ადგილზე 15-ზე მეტმა სახანძრო მანქანამ და ათეულობით მეხანძრემ იმუშავა. 

"ფორმულას თანამშრომლებმა, ვინც ბოლო სართულებზე იყვნენ, სადაც არის ჩვენი ოფისები, მათ უკვე ვეღარ შეძლეს ჩამოსვლა. სახანძრო მე-17-18 სართულზე პირდაპირ კიბით ვერ დაიწყებდა მათ ევაკუაციას. აღარ არის ხანძარი, აღარც კვამლი, კვამლი არ გამოდის რასაც ვხედავთ. დაახლოებით, 15 წუთში დაიწყეს მუშაობა. მოსულები იყვნენ და ნუ იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც ასეთ მაღალ შენობას აქვს, მაქსიმალურად სწრაფად იმუშავეს." - განაცხადა ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თარგამაძემ. 

დღის ამბები