05 ნოემბერი 2026,   05:01
ვრცლად
"ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის" - თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი. მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან გამოყვანილები. ამ დროისთვის, დამატებით მიმდინარეობს შენობის კიდევ ერთხელ გადამოწმება. მთელ შენობაში იყო გავრცელებული ხანძრის კერა შახტაში," - ამბობს თემურ მღებრიშვილი.

შენობაში, რომელშიც ტელეკომპანია "ფორმულაა" განთავსებული, ცეცხლი 16:00 საათზე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის მთავარი კერა შენობის მეხუთე სართულზე ლიფტის შახტა იყო, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

 

დღის ამბები