05 ნოემბერი 2026,   02:09
ვრცლად
ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილზე: არ წარმომიდგენია, რაიმე რესურსი გააჩნდეს იმისთვის, რომ რაიმე სიტყვა თქვას პოლიტიკაში

"არ წარმომიდგენია, რომ მას რაიმე რესურსი გააჩნდეს", - ამ სიტყვებით უპასუხა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო შუბლაძის კითხვას ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, თუ რამდენად არსებობს შანსი, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკაში, მმართველი გუნდის ოპონენტად დაბრუნდეს.

როგორც მაჭავარიანმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს აღნიშნა, ღარიბაშვილს აღარ აქვს ის რესურსი, რითაც პოლიტიკაში თავის დამკვიდრებას შეძლებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აღიარებული აქვს ბრალი, რომლის გამოც სასჯელს იხდის.

"ნამდვილად არაფერი ვიცი ბატონი ღარიბაშვილის გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა არ წარმომიდგენია, რომ მას რაიმე რესურსი გააჩნდეს იმისთვის, რომ რაიმე სიტყვა თქვას პოლიტიკაში, მით უმეტეს, იმ ყველაფრის მერე, რის გამოც იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. აღიარებული აქვს ბრალი. იმ წერილების მერე, სადაც ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა, რაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ იყო სასიამოვნო, არ მგონია, რომ რაიმე რესურსი გააჩნდეს მას", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები