"4 ოქტომბერს მოხდა მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია", - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.
როგორც სიჭინავა აღნიშნავს, 4 ოქტომბრის მოვლენები "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობაა.
"გაანადგურეს არჩევნების იდეა "ოცნებამ" და ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც უსინდისოდ მოიქცა 4 ოქტომბერს. დღეს გამოდიან და თურმე პოლიტიკიდან საერთოდ მიდიან და ლაპარაკი არ უნდათ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ვისთან ერთად და როგორ გეგმავდნენ 4 ოქტომბერს. ასეთი უსინდისობა გაუკეთეს ქვეყანას "ოცნების" პროვოკაციით და დაგეგმვით", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება მანდატების საკითხს, სიჭინავა აღნიშნავს, რომ პარტიამ მანდატების გამოყენება და აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ჩართვა ქვეყანაში რადიკალიზაციის დასრულების მიზნით გადაწყვიტა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორმა მურთაზ ზოდელევამ, პენიტენციური დაწესებულება დატოვა. როგორც საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ზოდელავამ თქვა, ის საკუთარ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავს.