საფრანგეთის ქალაქებში პროტესტი არ წყდება. პარიზში, ლიონში, რენში, სტრასბურგსა და ტულუზაში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა.
მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი, ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და ხელკეტები გამოიყენა. სხვადასხვა მონაცემებით, გუშინდელ აქციებზე ჯამში 1 600 000 ადამიანი გავიდა, დაკავებულია კიდევ 448 პირი.
დაპირისპირების შედეგად დაშავდა 53 სამართალდამცველი და ათობით მომიტინგე, ნაწილმა დაზიანებები თავისა და სახის არეში მიიღო.
შეგახსენებთ, ქვეყანაში 6 კვირაზე მეტია, განათლების რეფორმის მოთხოვნით აქციებს მართავენ მოსწავლეები და სტუდენტები - მათ პროფკავშირები და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.