აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მის მიერ ირანისთვის ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდების აღკვეთამ რეგიონი განადგურებისგან გადაარჩინა.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ საჯაროდ საუბარი ბევრს არ სურს, რეალობა ყველასთვის ცხადია:
"ისრაელი და ფაქტობრივად, მთელი ახლო აღმოსავლეთი დღეს არ იარსებებდა, ირანისთვის ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდება რომ არ აღმეკვეთა. ამის თქმა არავის სურს, თუმცა ყველამ იცის, რომ ეს სიმართლეა," - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.