10 ნოემბერი 2026,   13:41
ვრცლად
რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო - აბუ-დაბიში მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდება

აბუ-დაბიში რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო.

შეხვედრები ორი დღის განმავლობაში, 10 და 11 ნოემბერს გაგრძელდება. უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, რუსეთის მომლაპარაკებლებს ვლადიმირ მედინსკი წარადგენს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

მხარეები ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ასევე ჩავიდნენ ევროპის ქვეყნების და ნატოს წარმომადგენლები, თუმცა ისინი სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მხარეთა მხრიდან გაკეთდა განცხადებები. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი ამერიკელ პარტნიორებს სამშვიდობო პროცესში ჩართულობისთვის მადლობას უხდის.

"დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. მადლობას ვუხდით ამერიკელ პარტნიორებს სამშვიდობო პროცესში შეტანილი ძალისხმევისთვის. იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით, რომელშიც ჩვენი დელეგაციის უფრო მეტი და კვალიფიციური წარმომადგენელია წარმოდგენილი, მშვიდობისკენ წინსვლის საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა მედინსკიმ.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა განცხადება საკუთარ Telegram-არხზე გამოაქვეყნა.

"შევაჯერებთ პოზიციებს და მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის სამოქმედო ნაბიჯებს შევათანხმებთ", - წერს რუსტემ უმეროვი.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები