ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დღეს სრულდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ შეხვედრა ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან გამართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჭეძიანგის პროვინცია საქართველოს ერთ-ერთ ქალაქს დაუმეგობრდება.
დელეგაციას ქალაქის მერიაში, ისტორიულ ჩაის მუზეუმსა და ხელოვნური ინტელექტის ქალაქშიც უმასპინძლეს, სადაც ინოვაციური გამოფენა დაათვალიერეს. ქართული დელეგაცია პეკინში ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მიწვევით გაემგზავრა.
მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა დედაქალაქშიც. ქართველ კანონმდებლებს ჯერ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრმა, შემდეგ კი ჩინელმა კოლეგებმა უმასპინძლეს. ისტორიული შეხვედრა გაიმართა ჩინეთის ახალგაზრდობის ფედერაციის ხელმძღვანელობასთანაც.