19 ნოემბერი 2026,   00:21
ვრცლად
ნინო წილოსანი "ლელოზე": სცადეს ალტერნატიული გზა დაეტოვებინათ და შეერთებოდნენ რევოლუციურ სცენარს, რომელიც წარმატებით რომ დასრულებულიყო, ერთმანეთს გადაასწრებდნენ იმის ძახილში, ჩვენც ამის მონაწილეები ვიყავითო, თანამდებობების გაყოფაში დახოცავდნენ ერთმანეთს

"საერთაშორისო, მათ შორის, ევროპული პრაქტიკით ვხელმძღვანელობთ, როდესაც დანაშაულებრივ ძალებთან თანამშრომლობა და იდეოლოგიური გაერთიანება არის საკონსტიტუციო სარჩელისა და აკრძალვის წინაპირობა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, "ლელო" თავისი მოქმედებებით იმ საბოტაჟის პროცესში იყო ჩართული, რომელიც ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობასა და მის დისკრედიტაციას გულისხმობდა.

გარდა ამისა, წილოსანი აღნიშნავს, რომ "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი იდეოლოგიით მოქმედებდა.

"ლელო" არა მხოლოდ "ნაცების" იდეოლოგიური მოკავშირეა, არამედ მათი დანაშაულები ყველა ეტაპზე და ყველა არეულობის სცენარებში [ვლინდება].

ახლა მათთვის მომგებიანია, როდესაც 4 ოქტომბრის უშუალო ორგანიზატორები არ იყვნენ. მაგრამ თავის ამომრჩეველს მოუწოდეს, რომ დილით საარჩევნო უბნებთან მისვლის შემდეგ, საღამოს მშვიდობიანი დამხობის აქციას შეერთებოდნენ.

ეს ოქსიმორონიაა, როგორც ბედნიერი სიკვდილი და სასიამოვნო წამება არ არსებობს, ისე არ არსებობს მშვიდობიანი დამხობა. დამხობა არის დამხობა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.

თუმცა მათთვის იყო მომგებიანი და ესეც მათ თაღლითურ სტილში ჯდება. ერთი მხრივ, ცადეს ბედი არჩევნებზე და ნახეს, რომ ამომრჩეველი ნამდვილად ვერ მოდის. სცადეს ალტერნატიული გზა დაეტოვებინათ და შეერთებოდნენ რევოლუციურ სცენარს, რომელიც წარმატებით რომ დასრულებულიყო, ერთმანეთს გადაასწრებდნენ იმის ძახილში, რომ ჩვენც ამის მონაწილეები ვიყავითო. თანამდებობების გაყოფაში დახოცავდნენ ერთმანეთს.

მაგრამ ნახეს, რომ მართლა სასაცილო შეცდომები დაუშვეს ანგაჟირებულმა და სრულიად თვალზე ლიბრგადაფარებულმა, დუჟმომდგარმა, აგრესიულმა პოლიტიკოსებმა, პირდაპირ გაიწიეს პრეზიდენტის სასახლეზე და შეეცადნენ აეღოთ.

თუმცა არანაკლებ დამნაშავეები არიან ისინი, რომლებიც, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებდნენ, რომ ამ ძალადობრივ აქციაში მიეღოთ მონაწილეობა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები