18 ნოემბერი 2026,   21:53
ვრცლად
პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების კეთილსინდისიერების წინასწარი სავალდებულო შემოწმება - ბრიუსელის ულტიმატუმი მონტენეგროს გაწევრიანების პროცესში

პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების კეთილსინდისიერების წინასწარი სავალდებულო შემოწმება - ეს ბრიუსელის მოთხოვნაა, რომელიც მონტენეგროს გაწევრიანების პროცესში წაუყენეს. მიზნად, კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია დაუსახელეს, თუმცა არაფერი უთქვამთ მოსალოდნელ შედეგებზე. დემოკრატიულ პროცესებში ჩარევა, ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნა, არასასურველი პოლიტიკური ფიგურების ჩამოშორების და დისკრედიტაციის შესაძლებლობა - საფრთხეებზე ქვეყნის შიგნით აქტიურად საუბრობენ პოლიტიკოსებიც, ექსპერტებიც და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ამბობენ, რომ ახალი მოდელი პირველ რიგში, ხალხის ნების უგულებელყოფის რისკს ქმნის.

კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი საკონსტიტუციო ცვლილებების დონეზე დაინიცირდა. საკითხის განხილვას ქვეყნის პარლამენტში თან ახლდა მწვავე დებატებიც.

მთავრობის არა, თუმცა მოსამართლეთა ვეტინგის შემოღება საქართველოს დღის წესრიგშიც დააყენეს. მოთხოვნა ევროკომისიის ბოლო ანგარიშშიც ჩაიწერა, რასაც თავიდანვე უწოდეს კონსტიტუციურ ორგანოზე გარე გავლენის მოპოვების მცდელობა. ანალოგიური შეფასება კეთდება თბილისში მონტენეგროსთვის წარდგენილ ახალ პირობაზეც.

მაშინ, როდესაც საქმე ევროპული მხარის მოთხოვნებს ეხება, ხშირ შემთხვევაში შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ვეტინგს ოპოზიციის უმრავლესობა საქართველოში მხარს უჭერს.

სუვერენიტეტის ხელყოფა ევროპული ლოზუნგით - "ქართული ოცნების" წევრების თქმით, სწორედ ეს დანიშნულება აქვს ე.წ. ვეტინგს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ევროინტეგრაცია კანდიდატი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

მთავრობის სავალდებულო ვეტინგის საკითხი მონტენეგროს პარლამენტში უკვე კენჭისყრის ეტაპზეა. კრიტიკისა და მწვავე რეაქციების მიუხედავად პროექტი მეორე მოსმენით უკვე მიიღეს.

დღის ამბები