26 ნოემბერი 2026,   00:48
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაცემაში "დღის თემა" განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის როლზე შუა დერეფნის განვითარებაში და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ინტერესი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.

“ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ერთის მხრივ აზერბაიჯანმა და მეორეს მხრივ საქართველომ და ორივე ქვეყანამ ერთად, ჩვენი თანამშრომლობით, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ შუა დერეფნის განვითარებაში, ჩვენი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით და დაცვით. იცით, რომ დაგეგმილია ევროკავშირის მხრიდან დაკავშირებადობის თემაზე კიდევ არაერთი შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი რეგიონის ქვეყნების ჩართულობას, მათ შორის საქართველოს ჩართულობას და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ კონტექსტში, სწორედ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება”, - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები