27 ნოემბერი 2026,   11:13
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა წითელი ხიდის სექტორ "ვახტანგისის" დასაცავ მონაკვეთზე აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება "თებაინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნტითა და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნტით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები