27 ნოემბერი 2026,   15:55
ვრცლად
გახსოვთ, რას ამბობდა აშშ-ის ადმინისტრაცია, როცა აუქმებდა USAID-ს, მან თქვა, რომ ეს არის იარაღი, რომლის საშუალებითაც "დიფსთეითი" ერეოდა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში - თენგიზ შარმანაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა USAID-ის ფაილებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა. 

მისი განცხადებით, გავრცელებული მასალებით დადასტურდა ის რეალობა, რაზეც საუბარი ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

"თქვენ გახსოვთ, რას ამბობდა ამერიკის ადმინისტრაცია, როდესაც აუქმებდა USAID-ს, მან თქვა, რომ ეს არის იარაღი, რომლის საშუალებითაც "დიფსთეითი" ერეოდა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში, და ამას აფინანსებდა, ამას ხელს უწყობდა და ცდილობდა ხელისუფლებების შეცვლას იმ მიმართულებით, რომელიც თვითონ აწყობდათ, იმ ადამიანების მოყვანას ხელისუფლებაში.

ამიტომ, ახლა რამე სიახლე არ მომხდარა, ახლა უბრალოდ მტკიცებულებები გამოაქვეყნეს ამისი უფრო დაწვრილებით, მაგრამ ის მოტივი, რისთვისაც ის გააუქმეს, იგივე დარჩა.

უბრალოდ, ჩვენ ამას გაცილებით ადრე ვამბობდით და რა თქმა უნდა, ამას ქილიკით ხვდებოდა ზოგიერთი და ამბობდა, როგორ შეიძლება USAID გამოყენებული ყოფილიყო ასეთი საქმიანობებისთვის, მაგრამ შემდეგ გააუქმეს ეს ორგანიზაცია და სხვა ორგანიზაციაც", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

248 ფაილი, 2 000-ზე მეტი გვერდი და პროპაგანდისტული ქსელის მამხილებელი დოკუმენტები - რას აფინანსებდა რეალურად ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში.

დოკუმენტების მიხედვით, 26 მილიონი დოლარი USAID-მა საქართველოში ენჯეოების ქსელზე მხოლოდ იმისთვის დახარჯა, რომ მათთვის მომგებიანი გზავნილები გაევრცელებინათ. ასევე, სოციალური სივრციდან გაექროთ არასასურველი ინფორმაციები, მიეყენებინათ დარტყმა არჩეული ხელისუფლებისთვის და მოეწყოთ რევოლუციები. სკანდალური მასალები დეტალურად აღწერს, როგორ ქმნიდა USAID წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას, მათ შორის საქართველოშიც.

დღის ამბები