აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ იცის, დაესწრება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ თვეში, ფლორიდაში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" (G20) შეხვედრას. თუმცა აღნიშნა, რომ თუ პუტინს დასწრება მოუნდება, ამის შესაძლებლობა ექნება.
"თუ მას ჩამოსვლა სურს, რა თქმა უნდა, შეუძლია", - განაცხადა ტრამპმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ პუტინის 14-15 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ხილვა. ტრამპმა ასევე გამოთქვა ეჭვი, თავად პუტინს არ მოუნდება დასწრება.
"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე ვისურვებდი, რომ ის ჩვენთან ერთად იყოს", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინის სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. გასულ კვირას, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან ამ საკითხის განხილვის შემდეგ, სამიტზე დასწრების შესაძლებლობას განიხილავდა. თუმცა, დასძინა, რომ შეერთებულ შტატებში გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, რუსეთში არსებული ვითარების გათვალისწინება მოუწევს.
წყარო: reuters