საპატრიარქოში გამართული 3 საათიანი სხდომის შემდეგ პირველი ოფიციალური კომენტარი გაკეთდა.
სასულიერო პირები უარყოფენ ინფორმაცის იმის შესახებ, რომ სხდომაზე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილისა და ილია მეორისთვის დაცვის მოხსნის საკითხზე იმსჯელეს.
სინოდის ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სხდომაზე სულ 2 საკითხი განიხილეს, ესენია: იღუმენია თამარ მარჯანიშვილისა და იღუმენია ნინო ამილახვარის წმინდანად შერაცხვა. ასევე შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც კრების დადგენილებაში გარკვეულ საკითხებს დაარეგულირებს.
დღევანდელი სხდომა რიგგარეშე ჩატარდა. სინოდის სხდომა ტრადიციულად წელიწადში 2-ჯერ იმართება.
შეგახსენებთ, რომ სხდომის დაწყებამდე სასულიერო პირებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს და საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.