02 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონი - საკონსტიტუციო სასამართლოში ერთდროულად 300 სარჩელი შევა

300-მდე მოქალაქის სარჩელი არასამთავრობოებმა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გადააგზავნეს. კამპანია ეს შენ გეხება ე.წ. მოსმენების კანონის ახალ ვარიანტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და უკანონო ფარული მიყურადების გაზრდის რისკს ხედავს. არასამთავრობოები დარწმუნებულები არიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პირველივე სხდომაზე სადავო მუხლების მოქმედებას შეაჩერებს.

არასამთავრობოები უმაღლეს ინსტანციაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის უფლებების გაზრდას აპროტესტებენ. კამპანიის წევრები მიიჩნევენ, რომ სუს-ს ფარული მიყურადებისთვის მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის უფლება არ უნდა ჰქონდეს. 

სარჩელების რაოდენობა კამპანია ეს შენ გეხებას დღეს მმართველმა გუნდმა დაუწუნა. უმრავლესობა არასამთავრობოების პროტესტს გაუმართლებლად მიიჩნევს და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე აკეთებს აქცენტს.

ე.წ. მოსმენების კანონის ამ ფორმით მიღებას უმრავლესობის პოლიტიკური ინტერესს უკავშირებს საპარლამენტო ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოშიც ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება სუს-ს კვლავ ოპონენტების დევნისთვის გამოიყენებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ე.წ. მოსმენების კანონი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც უნდა გასაჩივრდეს.

კამპანია ეს შენ გეხებასა და ოპოზიციასთან ერთად მოსმენების კანონზე მოსარჩელე მხარე სახალხო დამცველიც იქნება.

სარჩელების რაოდენობა კამპანია ეს შენ გეხებას დღეს მმართველმა გუნდმა დაუწუნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები