02 მაისი 2024,   09:47
ვრცლად
ეს უსამართლო საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს - ირაკლი აბესაძე კონსტიტუციურ ცვლილებებზე

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, აღნიშნავს, რომ სოციალური თუ ეკონომიკური გაჭირვების ფონზე აუცილებელია, მშვიდობიანი გზით შეიცვალოს არსებული მმართველობა.

ირაკლი აბესაძის თქმით, თუ საკონსტიტუციო კომისიაში მსჯელობის დროს მიხვდებიან, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ატყუებს, ისინი დატოვებენ კომისიას.

ევროპული საქართველოს წევრი მმართველი გუნდის მოსაზრებას ეხმიანება, რომლებიც მათ პრეზიდენტთან კონსულტაციებში ადანაშაულებს. ირაკლი აბესაძის თქმით, არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს პრეზიდენტთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით.

„ეს უსამართლო საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და ჩვენ მანამ, სანამ ვხედავთ 1% შანს იმისას, რომ ამ საკონსტიტუციო კომისიამ რაიმე დადებითი მიმართულებით გადადგას ნაბიჯი, ვეცდებით, ამ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობა მივიღოთ,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

დღის ამბები