02 მაისი 2024,   08:51
ვრცლად
იქ არიან დესტრუქციული ელემენტები, რომლებიც ვერ იჩენენ სახელმწიფოებრივ მიდგომას ამ პროცესების მიმართ - გიორგი კახიანი საკონსტიტუციო კომისიაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას აფასებს და აღნიშნავს, რომ პროდუქტიულად მუშაობს.

არჩევანის ეთერში მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ერთადერთი არ მოსწონს ის, რომ პრეზიდენტი არ არის ჩართული მის მუშაობაში.

„ეს ნამდვილად არ მსიამოვნებს, პირიქით, ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ამ პროცესში ყოფილიყო თანამონაწილე და ამის შეთავაზება არაერთხელ იყო და ამის შესაძლებლობა ყოველთვის აქვთ,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მან ასევე შეაფასა საკონსტიტუციო კომისიიდან წამოსული წევრების ქმედება და აღნიშნა, რომ არ ესმის მათი მოქმედება და აღნიშნა, რომ კონსენსუსი ყოველთვის ვერ შედგება.

„ეს უფრო ნიშნავს იმას, რომ იქ არიან დესტრუქციული ელემენტები, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ იჩენენ სახელმწიფოებრივ მიდგომას ამ პროცესების მიმართ და პოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე, სრულიად აბსურდულ, კონტექსტიდან ამოვარდნილ გადაწყვეტილებებს იღებენ,“ - აცხადებს გიორგი კახიანი.

დღის ამბები