02 მაისი 2024,   09:18
ვრცლად
რაღაც არის არასწორი თქვენს შემოთავაზებაში, როდესაც სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი არის თქვენი წინადადების წინააღმდეგ - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი, არაფორმალური მართველის გავლენებზე საუბრობს.

მან საარჩევნო სისტემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი საერთაშორისო მეგობრების თვალში ქულების დაწერას ცდილობს, ამის მაგალითადაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ასახელებს.

„მაგრამ მოიფიქრეთ ძალიან მარტივი გამოსავალი. იმის ნაცვლად, რომ შეგეთავაზებინათ ქართველი ხალხისთვის და პოლიტიკური სპექტრისთვის იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ არავინ არ ეთანხმება თქვენ შემოთავაზებულ ვარიანტს, არც საპარლამენტო ოპოზიცია, არც არასაპარლამენტო ოპოზიცია, არც არასამთავრობო ორგანიზაციები, ალბათ, რაღაც არის არასწორი თქვენს შემოთავაზებაში, როდესაც სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი არის თქვენი წინადადების წინააღმდეგ,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

მისი თქმით, გაუნაწილებელი მანდატების მმართველი გუნდისთვის გადაცემა სააარჩევნო უფლებების დარღვევა იქნება. 

დღის ამბები