02 მაისი 2024,   08:56
ვრცლად
მინდა მივმართო ხელისუფლებას, ნუ უბიძგებთ მოსახლეობას შურისძიებისაკენ - ემზარ კვიციანი

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი, ემზარ კვიციანი პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის.

დღეს ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას "უცხო ქვეყნის რეზიდენტი" უწოდა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა, მოგვიანებით კი დეპუტატამა, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრების მიმართულებით კალამი და წყლით სავსე ჭიქა ისროლა.

„ეს იყო უბრალოდ ემოციები, რომლებიც ვერ შვეიკავე, ამ წელიწადი ნათმენი, ნათმენი, ბოლოს და ბოლოს ამოინთხა, რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას ამის გამო, მაგრამ რა ვიცი აბა რა იქნება მომავალში. მინდა მივმართო ხელისუფლებას, ნუ უბიძგებთ მოსახლეობას შურისძიებისაკენ, აღადგინეთ სამართლიანობა. ვაჟკაცები მყავს შვილები, ასე ჰყავთ სხვებსაც. იციან, რომ დაგვჩაგრეს, იციან რომ ჩემს სახლში ცხოვრობს უცხო კაცი და ასე არიან ძალიან ბევრნი, რომ ადგეს ერთ დღესაც და მივიდეს, რაღაცა უქნას, ხო იღუპება ის ახალგაზრდა. ამიტომაც არის, რომ კანონს ითხოვს მოსახლეობა და არა შურისძიებას,“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები