02 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში რამზეს მეორის გიგანტური ქანდაკება გამოფინეს

ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში რამზეს მეორის გიგანტური ქანდაკება გამოფინეს. 11 მეტრის სიმაღლის გრანიტის ქანდაკებას რესტავრაცია ჩაუტარდა. ის გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ნაწილებად დაშლილი იპოვეს, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოები სპეციალისტებმა მხოლოდ შარშან ნოემბერში დაიწყეს.

მათ ქანდაკების 57 ფრაგმენტი შეაერთეს და სამუშაოების დასრულების შემდეგ, ლუქსორის ტაძარში პირველად დადგეს.

3 ათასი წლის სამარხში, სადაც რამზეს მეორის ქანდაკება იპოვეს, ასევე აღმოჩენილია ღია დარბაზი, რამდენიმე თავის ქალა და კერამიკული ნივთები. 

დღის ამბები