18 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
საქართველოს რკინიგზა გაკოტრებულ ოფშორულ კომპანიას მართავს და თანხას უხდის - "პოსტსტკრიპტუმმა" ახალი დოკუმენტები მოიპოვა

პოსტსკრიპტუმის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ბათუმის ნავთობტერმინალზე რეზერვუარების ასაშენებლად ტერიტორიის შესაძენად ოფშორულმა კომპანია ვიბრო დიაგნოსტიკმა  2014 წლის 8 დეკემბერს ქართუ ბანკისგან 40 მილიონი დოლარის ოდენობი იპოთეკური სესხი აიღო. რამდენიმე კვირაში კი კიდევ 40 მილიონი დოლარის სესხი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზა ამჟამად ვიბრო დიაგნოსტიკის აღებულ სესხს ფარავს. ამის თაობაზე პოსტსკრიპტუმის გასული კვირის სიუჟეტში იყო საუბარი, თუმცა რკინიგზაში ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი ტერმინალს მხოლოდ მართავენ და თანხას მისი სესხის დასაფარად არ იხდის.

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დაჩი ცაგურია, გასულ კვირას ამტკიცებდა, რომ საქართველოს რკინიგზა თანხას არ იხდიდა.

პოსტსკრიპტუმმა კიდევ ერთ დოკუმენტს მიაკვლია, რომლიდანაც ირკვევა, რომ რკინიგზის შვილობილმა კომპანიამ ზემოთხსენებულ კერძო ტერმინალს 2016 წელს 8,5 მილიონი დოლარი ასესხა, როდესაც რკინიგზა ამ ტერმინალის მართვაში უკვე მონაწილეობდა.

„წარმოდგენილი ხელშეკრულება გახლავთ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი არის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულებით პირდაპირ არ დასტურდება, რომ სესხის თანხა გაცემულია არის, თუმცა დასტურდება, რომ მანამდე 2016 წლის 10 მაისს გაფორმდა მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება, რომელიც მეორე მხარისათვის 8,5 მილიონი დოლარის გადაცემას ითვალისწინებდა. აღნიშნული იპოთეკა დარეგისტრირდა, როგორც მეორე რიგის უფლება, მანამდე რეგისტრირებულია ქართუ ბანკის იპოთეკა, შესაბამისად, პირველ რიგში, ჯერ დაკმაყოფილდება ქართუ ბანკის ხელშეკრულება,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა, დავით ლომთაძემ.

 

 

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები