18 მაისი 2024,   16:32
ვრცლად
ოფშორული კომპანიის თითქმის გაკოტრებული ტერმინალი, რომლის ვალებს "ქართუ ბანკში" "საქართველოს რკინიგზა" იხდის

ბათუმის ნავთობტერმინალზე რეზერვუარების აშენებით 2013 წლის დეკემბრიდან ოფშორული კომპანია „ვიბრო დიაგნოსტიკი“ დაინტერესდა და ტერიტორიების შესაძენად „ქართუ ბანკისგან“ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ისესხა. როგორც ცნობილია, ამ პროექტით მთავრობასთან დაახლოებული რამდენიმე პირი იყო დაინტერესებული, მათ შორის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

რეზერვუარების ამოქმედების შემდეგ, საქმეს სათავეში „ლუკოილ ჯორჯიას“ მფლობელის შვილი, ოთარ ქათამაძე ჩაუდგა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში  „ლუკოილ ჯორჯიაში“ ოთარ ფარცხალაძე საქმიანობდა.

კომპანია „ვიბრო დიაგნოსტიკის“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ყაზახმა ინვესტორებმა დაიწყეს, თუმცა საქმე მალევე წააგო.

საბოლოო ჯამში, ტერმინალმა მალე ფუნქცია დაკარგა და გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ხოლო კომპანიის „ქართუ ბანკთან“ საბანკო ვალდებულების გადახდა თავის თავზე „ქართველოს რკინიგზამ“ იკისრა.

თუმცა რკინიგზაში აცხადებენ, რომ „ვიბრო დიაგნოსტიკი“ ვალებს თავად იხდის, ხოლო „საქართველოს რკინიგზამ“ ტერმინალის მართვის ფუნქცია შეითავსა.

რატომ გადაწყვიტა რკინიგზამ თითქმის გაკოტრებული ტერმინალის მართვა, უცნობია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წელიწადში რკინიგზის სატრანზიტო გადაზიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები