23 დეკემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ხეების ჭრა თამარაშვილზე - დაცვაში აცხადებენ, რომ დაუდგენელი პირები მერიის ნებართვის გარეშე, ტერიტორიაზე ვერ მოხვდებოდნენ

გვიან ღამით ხმაური იყო თამარაშვილის 13 ნომერში, სადაც ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა ბენზო ხერხით ვერხვის ხე მოჭრეს. ტერიტორია სამშენებლო კომპანია „დომუსს“ ეკუთვნის, ის შემოსაზღვრულია და პერიმეტრს დაცვის კერძო სამსახურიც იცავს, თუმცა ამ გარემოებას ხის მჭრელებისთვის ხელი არ შეუშლია. დაცვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, დაუდგენელი პირები მერიის შესაბამისი ნებართვის გარეშე, ტერიტორიაზე ვერ მოხვდებოდნენ.   

ერთ-ერთი მშენებლის თქმით კი, ადგილზე გუშინ საღამოს ხე ქარმა მოტეხა და მათ მერიის შესაბამისი სამსახურები ამიტომ გამოიძახეს. ხოლო შემდეგ ვინ მოჭრა მრავალწლიანი ვერხვი, მათ არ იციან. თავად "დომუსის" წარმომადგენელი კი, "კურიერის" კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მოსახლეობა იყო მობილიზებული. მათი თქმით, ხეების ჭრა გვიან ღამით, უკანონოდ მოხდა და ამ ტერიტორიაზე კიდევ 20-მდე ხის მოჭრაა დაგეგმილი.

დედაქალაქის მერიაში კი აცხადებენ, რომ მერიის გამწვანების სამსახურს ხის მოჭრაზე ნებართვა არ გაუცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ხე ტყისა და ბუჩქის უკანონო გაჩეხვის მუხლით დაიწყო.   

 

დღის ამბები