02 მაისი 2024,   09:08
ვრცლად
გიორგი გუგავა საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს

„ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატი ზემო ფონიჭალაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება. გიორგი გუგავა უსამართლოდ მიიჩნევს მომხდარში მასწავლებლისა და აღმზრდელის დადანაშაულებას და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„საბავშვო ბაღში მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით პედაგოგისა და აღმზრდელის დადანაშაულება არის დიდი უსამართლობა და პასუხისმგებლობის დაფარვა, რომელიც ეკისრება მერს და მის მაღალჩინოსნებს. რადგანაც სააღმზრდელო ჯგუფები დააკომპლექტეს 50-60 ბავშვით, რომელთა აღზრდა, მოვლა-პატრონობა კი არა, ხშირ შემთხვევაში, სუნთქვაა შეუძლებელი,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ. 

ზემო ფონიჭალის 206-ე ბაღის მეორე სართულიდან დღეს ბავშვი გადმოვარდა, რომელიც ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ექიმების ცნობით, მას ერთი ფილტვი გათიშული აქვს, რამდენიმე ადგილას აღენიშნება სახის ძვლის მოტეხილობა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები