20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
„კურიერმა“ იმ საბავშვო ბაღის დირექტორის ვინაობა გაარკვია, ვინც კალაძის მხარდამჭერების სიებს ადგენს

„კურიერმა“ იმ საბავშვო ბაღის დირექტორის ვინაობა გაარკვია, ვინც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული და კახა კალაძის მხარდამჭერების სიებს ადგენს. ის თბილისის 94-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, ქეთევან ჯანიაშვილია, რომლის შვილი „ქართული ოცნების“ სიის 25-ე ნომერია. „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს დღეს საბავშვო ბაღის კარი არ გაუღეს.

ამ თემაზე სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება „სტუდია მონიტორმა“ მოამზადა და იმ ბაღების დირექტორების აუდიოჩანაწერები გაავრცელა, სადაც დირექტორები თავად ყვებიან, როგორ დაავალეს მათ 150-კაციანი სიების შედგენა და ბაღების სააგენტოში მიტანა.

ირკვევა, რომ დირექტორებს დავალებული აქვთ იმ ადამიანების პირადი მონაცემების მოგროვება, ვინც 21 ოქტომბერს გარანტირებულად ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემს.

ბაღების მართვის დირექტორი, თემურ თორდინავა ბაღების დირექტორებზე გავრცელებულ ინფორმაციას არასერიოზულ უწოდებს.

„აღნიშნული მიმართულებით სააგენტოს მხრიდან არანაირი დავალება არ გაცემულა და არც გაიცემა. აღნიშნული ჩანაწერებიდან, პირველადი შეფასებით, არ ჩანს, რომ ეს არის საბავშვო ბაღის დირექტორები, ეს შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე იყოს,“- განაცხადა თემურ თორდინავამ. 

"სტუდია მონიტორში" ამბობენ, რომ მზად არიან ჩანაწერები, სადაც ჟურნალისტები, როგორც ბაღების სააგენტოს წარმომადგენლები ელაპარაკებიან სააღმზრედელო დაწესებულებების დირექტორებს, გამოძიებას მიაწოდონ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები