25 აპრილი 2024,   20:22
ვრცლად
ამ ადამიანების უკიდურეს უმადურობას ჩვენ ერთად გადავლახავთ - კვირიკაშვილი საკრებულოსა და აქციაზე მომხდარზე

საკრებულოს სხდომაზე და შენობის გარეთ დღეს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, კურიერმა განმარტება საქართველოს პრემიერ-მინისტრს სთხოვა. გიორგი კვირკაშვილმა რუსთავი2-თან საკითხზე საუბარი არ ისურვა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა საკრებულოსთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განმარტება ტრიბუნასთან გააკეთა, სადაც მან მცხეთა-მთიანეთში მერობის კანდიდატები წარადგინა.

„დაინახეთ თქვენ დღეს, რაც ხდებოდა საკრებულოს წინ. მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ  შევინარჩუნოთ სტაბილურობა, დავიცვათ ის მონაპოვარი, რომელიც 2012 წელს ჩვენ ერთად მოვიპოვეთ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ეს აუცილებლად, არასოდეს არავინ არ უნდა დაივიწყოს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, ამ ადამიანების უკიდურეს უმადურობას, ამას ჩვენ ყველანი ერთად გადავლახავთ,“ - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

დღის ამბები