აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა კონკრეტული წინადადებები, რომლებიც, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რეგიონის პოტენციალის ეფექტიან ათვისებასა და გრძელვადიან, მდგრად განვითარებას უნდა ემსახურებოდეს.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა მომავალშიც თანმიმდევრულად გაგრძელდება, რაც ეკონომიკური საქმიანობის გაფართოების და დასაქმების მაჩვენებლის ზრდის პროცესს შეუწყობს ხელს.