20 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
"მარგინალები" და "გაკოტრებული პოლიტიკოსები" - კახა კალაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს

კახა კალაძე ამომრჩეველთან შეხვედრის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ "მარგინალები" და "გაკოტრებული პოლიტიკური პარტია" უწოდა და თქვა, რომ ეს პარტია მიზანმიმართულად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას და ებრძვის ქალაქის წინსვლას.

"არავის არ მივცემთ იმის ფუფუნებას, იმის შესაძლებლობას რომ ეკონომიკური განვითარების გზაზე მდგარ ქვეყანას ხელი შეუშალონ. ეს არის უნიჭო შოუ მომზადებული მათი მხრიდან. არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. რეგიონებიდან ჩამოიყვანეს ხალხი ავტობუსებით და დაახლოებით 3000 კაცამდეც კი ვერ შეიკრიბნენ,“-განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ.

შეგახსნებეთ, რომ დღეს საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბიძინა  ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას პუშკინის სკვერის და თაბორის მთის მიმდებარედ მიწის ფართობები 1 ლარად გადაეცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო მსვლელობით გააპროტესტა. მსვლელობა რუსთაველის მეტროს ტერიტორიიდან დაიწყო და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდა. 

დღის ამბები