02 აპრილი 2025,   15:17
ვრცლად
„პიროვნების ტოტალური დეგრადაცია“ - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი სააკაშვილის დაკავებაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      „პიროვნების ტოტალური დეგრადაცია, რაც ძალიან სამწუხაროა,“ - ასე აფასებს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას "კურიერთან" პირდაპირ ეთერში სატელეფონო საუბრისას.

      ზორიან შკირიაკი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური პოლიციის თანამშრომლებმა გენერალური პროკურატურის დავალებით დააკავეს.

      მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სააკაშვილი დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. შკირიაკი არ აკონკრეტებს, რა ვითარებაში მოხდა "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერის დაკავება. მან მხოლოდ დააკონკრეტა, რომ მისი აყვანეს ერთერთი ბინიდან მოხდა მშვიდ ვითარებაში და მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. 

      ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შსს-ს მაღალჩინოსნის ბინიდან აიყვანეს, ზორიან შკირიაკი კატეგორიულად უარყოფს. 

      დღის ამბები
      მეტი