02 აპრილი 2025,   15:25
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკვე ეხმაურება საერთაშორისო მედია

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკვე ეხმაურება საერთაშორისო მედია. "Foxnews" წერს,
რომ უკრაინაში დაკავებულია კორუფციის მოწინააღმდეგე აქტივისტი - სააკაშვილი, რომელიც ამავე დროს ოპოზიციის ლიდერია და აკრიტიკებს პრეზიდენტს, რადგან მან ქვეყანაში კორუფცია ვერ შეაჩერა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების შესახებ წერენ "რადიო თავისუფლების" ინგლისურენოვანი გამოცემა და ასევე სააგენტო REUTERS. ორივე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან მორიგი მარშის შესახებ მოწოდებები გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ასევე ეხმაურება გერმანული გამოცემა "ზუდოიჩე ცაიტუნგი", რომელიც წერს, რომ ოპოზიციის ლიდერი დედაქალაქის ცენტრში აიყვანეს და დროებითი დაკავების იზოლატორში განათავსეს.

იგივე შინაარსის სათაური აქვს გამოტანილი BBC-ის რუსულენოვან საიტს, რომელიც აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსის მომხრეებმა მოახერხეს უკრაინის უშიშროების სამსახურის დახურულ ეზოში შეღწევა, შენობასთან კი, უამრავი ადამიანია შეკრებილი. 

დღის ამბები
მეტი