27 დეკემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ომბუდსმენი "რუსთავი2"-ის თანამშრომლებზე მომხდარი თავდასხმის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს

სახალხო დამცველის აპარატი "რუსთავი2"-ის თანამშრომლებზე მომხდარი თავდასხმის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს.

ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო სახალხო დამცველი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი დროულ და ობიექტურ გამოძიებას, დანაშაულისთვის კი შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს.

„სახალხო დამცველი მიადევნებს თვალყურს იმას, რომ დროულად მოხდეს გამოძიება, მოხდეს სწორი კვალიფიკაცია ჟურნალისტზე თავდასხმის და ყველა პირი მიეცეს შესაბამის პასუხისგებაში,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები