"ვალენსიამ" სტუმრად ამხანაგურ მატჩში "ნოტინგემ ფორესტსთან" 1:1 ითამაშა. მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მეოთხე სპარინგშიც გიორგი მამარდაშვილი დააყენა სასტარტო შემადგენლობაში და ქართველმა გოლკიპერმა კარი მშრალად შეინახა.
გიორგიმ პირველ ტაიმში პირისპირ გასულ ო"ბრაიენს არ გაატანინა, ერთხელ კი შეცდომა დაუშვა, რითაც სერიჯმა ვერ ისარგებლა და ბურთი ძელს გაარტყა. 66-ე წუთზე მამარდაშვილი ხაუმე დომენეკმა შეცვალა. ბოლო საკონტროლო შეხვედრას "ვალენსია" 6 აგვისტოს "მესტალიაზე" "ატალანტასთან" გამართავს, 14 აგვისტოს კი ლა ლიგის პირველ ტურში "ჟირონას" უმასპინძლებს.