24 დეკემბერი 2024,   07:27
ვრცლად
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ინდოეთის ქალაქ ჩენა-იში მიმდინარე 44-ე ოლიმპიადაზე ჩემპიონობის შანსი გაუჩნდა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ინდოეთის ქალაქ ჩენა-იში მიმდინარე 44-ე ოლიმპიადაზე ჩემპიონობის შანსი გაუჩნდა. მე-9 ტურში ქართველი მოჭადრაკეები უკრაინას დაუზავდნენ, პოლონეთმა კი ინდოეთი დაამარცხა. შედეგად, ერთბაშად 4 ნაკრებს 15-15 ქულა დოუგროვდა. დამატებითი მაჩვენებლით პირველ ადგილზე პოლონეთი იმყოფება.

მეორე-მესამე ადგილებს ინდოეთი და ყაზახეთი ინაწილებენ, საქართველოს ნაკრები კი მეოთხე ადგილზეა. ბოლოსწინა მე-10 ტურში, რომელიც დღეს გაიმართება, საქართველო პოლონეთის დამარცხებას შეეცდება, ინდოეთი კი ყაზახეთს შეხვდება.

დღის ამბები