რამდენიმე წუთის წინ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უპრეცენდენტო ფაქტი დაფიქსირდა. ესპანეთის საფეხბურთო ლიგამ ნეიმარის ტრანსფერი დაბლოკა. ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, პარიზულ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვაზე უარი უთხრა.
ესპანელებს მიაჩნიათ რომ პარიზული კლუბი ფინანსური "ფეარ ფლეის" წესებს არღვევს. დაახლოებით ორი საათის წინ პსჟ-ს წარმომადგენლები ესპანეთის საფეხბურთო ლიგის ოფისში იმყოფებოდნენ, მათი მიზანი ნეიმარის გამოსასყიდი თანხის გადახდა იყო, თუმცა, ფრანგებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, რაც იმას ნიშნავს რომ ნეიმარი კვლავ ბარსელონას ფეხბურთელია.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სამართლებრივ გზებს მიმართავს "პარი სენ-ჟერმენი".
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნეიმარს კლუბის დატოვება სურს. სატრანსფერო ფასი კი ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული თანხა- 222 მილიონი ევროა.