8 გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსეინ ბოლტმა ლონდონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 მეტრიან გარბენში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბოლტი კარიერის განმავლობაში პირველად დამარცხდა 100 მეტრ დისტანციაზე.
ლეგენდარული იამაიკელი სპორტსმენისთვის ეს კარიერის ბოლო ტურნირი იქნება. ბოლტი პროფესიონალური სპორტიდან მიდის.
მსოფლიოს ჩემპიონი კი ჯასტინ გეტლინი გახდა, რომელმაც შეჯიბრის შემდეგ ბოლტის წინაშე დაიჩოქა, ლეგენდა კი მას გადაეხვია.