გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო ეროვნული ლიგის 22-ტურის შეხვედრა თბილისის ლოკომოტივსა და ქუთაისის ტორპედოს შორის შეწყდა.
თამაში 2-ჯერ შეჩერდა. პირველ ნახევარში ტორპედოს გულშემატკივრებმა მოედანზე პიროტექნიკის სროლა დაიწყეს. მთავარი არბიტრი იძულებული გახდა მატჩი დროებით შეეჩერებინა. შეხვედრა დაახლოებით 10 წუთში განახლდა, თუმცა 85-ე წუთზე ტრიბუნებზე გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მსაჯთა ბრიგადის გადაწყვეტილებით მატჩი საბოლოო შეწყდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი მომხდართან დაკავშირებით სამშაბათს იმსჯელებს და სავარაუდოდ მკაცრ სანქციებსაც მიიღებს.